„პატრიოტთა ალიანსის“ აქციის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით, 15 ივნისს 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალა.

კერძოდ შეზღუდვებია: თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.

თბილისის ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები ჩავლენ ელბაქიძის დაღმართზე, საიდანაც მოძრაობას განაგრძობენ თაბუკაშვილის ქუჩით ან მარჯვენა სანაპიროზე.

ასათიანის ქუჩიდან თავისუფლებისკენ მოძრავი ავტომანქანები თუმანიანის ქუჩის გავლით გორგასლის მოედანზე მოხვდებიან.

კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ვერცხლის ქუჩის გავლით საიდანაც მოხვდებიან ბარათაშვილის ქუჩაზე. ბარათაშვილის დაღმართიდან ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მარჯვენა პანუდისთ მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე.

აქციის დასრულებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.