ილია მეორე: ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!

ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა–ლოცვას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.

პატრიარქმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა.

“მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ დღეს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მას. გისურვებთ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, რაც დასახული გაქვთ, წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შესრულდეს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!”- განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარის დატოვება