თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს – დაჭრილია მოკლულის ქმარიც (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება. დაპირისპირებაში 6 ადამიანი მონაწილეობდა.

არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თურქული მედიის ინფორმაციის თანახმად, კამათი  თეონა თუაშვილსა და  მის ქმართან,  იმავე კორპუსში მცხოვრებ  6 პირს შორის დაიწყო.

დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ. პილიცია გაქცეულებს ეძებს.

 

One thought on “თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს – დაჭრილია მოკლულის ქმარიც (ვიდეო)

Comments are closed.