თამარ გაბუნია: რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვნახეთ, რომ ახალციხეში ექთნისთვის ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში

რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვანახეთ, რომ ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში, – ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმასთან, რაც მოხდა და რამდენად გამოიწვია ეს რეალურად ვაქცინამ. ამაზე მიდის მოკვლევა და ყველა სტრუქტურას სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები მივიღოთ. ჯერჯერობით, რაც რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვანახეთ, ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი პასუხი იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრიობა ვაქცინასა და დამდგარ შემთხვევას შორის. გამოძიება და მოკვლევა გრძელდება, როგორც კი გვექნება შედეგები, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალციხეში , 27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.