ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია აუცილებელია

დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია აუცილებელია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვაქცინაციის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ავადობა შემცირდეს, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შემცირდეს და სიკვდილობა შემცირდეს. ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ რისკის შემცველი დაავადებები, კოვიდის შემთხვევაში სიკვდილიანობა არის ასმაგად უფრო დიდი, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. მათი აცრა შეიძლება კი არა, აუცილებელია. დიაბეტი – პირველი და მეორე ტიპი, ასევე არტერიული ჰიპერტენზია, ნევროლოგიური, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის პირდაპირი ჩვენება ვაქცინაციის გამოყენების. ანტიკოაგულანტების გამოყენება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

ერთადერთი არის ის, რომ ინექციის ადგილას შესაძლებელია გაჩნდეს სისხლჩაქცევის ელემენტი მხოლოდ, თუ ანტიკოაგულანტზეა ადამიანი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.