„ბატონო პუტინ, დღესვე ვაწესებთ ახალ…” – ნახეთ რას ამბობს ჯო ბაიდენი

აშშის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს ალიანსი ტერიტორიის დასაცავად მზადაა.

მისივე განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წესდება.

აშშ და ნატო მოკავშირეები სრულ მზადყოფნაში არიან, ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვან. ბატონო პუტინ, მინდა, სწორად გაიგოთ, რასაც ვამბობ. დღესვე ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ითვალისწინებს სანქციების დაწესების შესაძლებლობას ყველა იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის თაღლითურ პრეტენზიებს ახალ ტერიტორიებზე. მე მჭიდრო კონტაქტი მაქვს NATO მოკავშირეებთან, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის აგრესიას“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.