„ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის ჯარების მიერ 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა

„ასოშიეთედ პრესის“ ინფორმაციით<, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის ჯარების 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა.

Associated Press -ის ჟურნალისტებმა თეატრის შენობის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ამისთვის გამოყენებული იყო მოწმეთა ჩვენებები, ასევე შენობის გეგმა, ფოტოები და ვიდეოები.

მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რუსეთის არმიის თავდასხმის დროს სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა საველე სამზარეულოში, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გადარჩა. მათივე თქმით, უშუალოდ თეატრში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და დერეფნები სავსე იყო. ასევე ირკვევა, რომ აფეთქების დროს შენობაში 1000 ადამიანი იყო

ასევე არ დადასტურდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ თეატრის შენობას ლეგიონი „აზოვი“ იყენებდა სამხედრო ბაზად.