,,რუსული ძალები კიევში არიან” – უკრაინის თავდაცვის უწყება

BBC ადასტურებს იმ ვიდეოების ნამდვილობას, სადაც ჩანს, რომ რუსული ტანკები ობოლონში, კიევის ერთ-ერთ რაიონში გადაადგილდებიან.

ობოლონი უკრაინის დედაქალაქის, კიევის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. ამ რაიონში 290 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ვიდეო ადგილობრივებმა საკუთარი სახლებიდან გადაიღეს. BBC ადასტურებს, რომ ვიდეოები ობოლონშია გადაღებული.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ რუსული ძალები საცხოვრებელ დასახლებებში შევიდნენ.