ვიტალი კლიჩკო – კიევი თავდაცვის ფაზაზე გადავიდა, მტერს სურს, დედაქალაქი დააჩოქოს და გაგვანადგუროს

უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევი თავდაცვის ფაზაზე გადავიდა.

როგორც კლიჩკომ ბრიფინგზე განაცხადა, ვითარება რთულია, მტერს დედაქალაქის განადგურება სურს.

„ქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადავიდა. ახლა ზოგიერთ რაიონში ისმის სროლის და აფეთქების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსების დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფებიდან ზოგიერთმა უკვე შეაღწია კიევში. მტერს სურს, დედაქალაქი დააჩოქოს და გაგვანადგუროს“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, უკრაინის არმია უზრუნველყოფს თავდაცვას კიევის გარშემო.

„ვითარება რთულია, თუმცა ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მხარს ვუჭერთ მათ და ვეხმარებით“, -აღნიშნა კიევის ერმა.