ამერიკაში ტრამპის წინააღმდეგ აქციები იმართება

The Los Angeles Timesის ინფორმაციით, კალიფორნიაში თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, ასეთივე აქცია მიმდინარეობს ვაშინგტონში.

მედიის ინფორმაციით საპროტესტო ტალღა კალიფორნიის უნივერსიტეტებიდან დაიწყო. აქ შეკრებულ სტუდენტებს გამოტანილი აქვთ ტრაფარეტები-„ტრამპი არ არის ჩემი პრეზიდენტი!“

აქციები მიმდინარეობს სანტა-ბარბარაში, ლოს-ანჯელესში და სან-დიეგოში. აქციაზე ფრიალებს მექსიკის დროშაც.

LA Times-ის ინფორმაციით ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეები ქუჩებსა და ღობეებზე ტრამპის კარიკატურებს და შეურაცხმყოფელ ნახატებს ტოვებენ.

Fox News-ი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა საბოლოო შედეგი არ იყო დამდგარი. იქ შეკრებულნი ტრამპის შესაძლო გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

კომენტარის დატოვება