„ეს შეიძლება, იყოს ბოლო შემთხვევა, როცა ცოცხალად მხედავთ” – ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეკონფერენციაზე ესაუბრა

ებრაელი ჟურნალისტისა და საჯარო პირის ჰანანია ნაფტალის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს ვიდეკონფერენციით ესაუბრა და განუცხადა, რომ ეს საუბარი შეიძლება ერთ-ერთი უკანასკნელი იყოს მათ შორის.

„ეს შეიძლება იყოს ბოლო შემთხვევა, როცა ცოცხალად მხედავთ”, – თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, დღეს  უკრაინის პრეზიდენმტა პუტინს კიდევ ერთხელ მიმართა და უთხრა „მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი”.

თავის მხრივ მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის.

ამასთან, კრემლის პრესსპირეკი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ  „კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მინსკში დელეგაცია გაგზავნოს”.