ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის პარტნიორებს გვერდში დგომისთვის.

„ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.