ირაკლი, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! – ნინო ლომჯარია ღარიბაშვილს

“Irakli Garibashvili ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!” – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომელიც მან უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა.

ცნობისთვის, ღარიბაშილის განცხადებით კიევის “დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს და “სანქციებს აზრი არ აქვს”. გარდა ამისა, პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.