მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აუკრძალეს – ნახეთ რას წერს კრემლის პროპაგანდისტი

რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ის საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს.

კრემლის პროპაგანდისტმა რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინისთვის დაწესებულ ამავე აკრძალვასთან დაკავშირებულ შეტყობინებაში დაწერა.

„კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო სომხეთის ძლიერი მხარდამჭერი, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა აუკრძალა სომხეთში შესვლა.
სხვათა შორის, მეც.
მშვენიერია, სხვა რა ვთქვა” – წერს სიმონიანი.

ამ დროისთვის სომხეთის მთავრობას სიმონიანისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.