სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში, N5 საჯარო სკოლასთან ბავშვს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

დაშავებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ის მეხუთე კლასელია და ფეხი აქვს დაზიანებული.

გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს.