ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მაქვს, მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის – ბაჩო ახალაია სააკაშვილზე

სირცხვილის გრძნობა მაქვს , -ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა.

„ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მაქვს, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი ციხეში უზის.  გაოგნებული ვარ, არ მესმის. ბევრი რამ არ მესმის“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრების წამების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.