კახა კალაძე: მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს – რთულია ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს

კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელი ხალხს.

„უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება არის მიუღებელი და რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოს წესებსა და ყველანაირ პრინციპებს. რთულია ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს და ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, თითოეული ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე გარკვეული წლები მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კონკრეტულად კიევში და ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი, კარგი დღეები და წუთები მახსოვს; ბევრი წარმატება, გამარჯვება და ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს ურაინელ ხალხთან. მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა თბილისის მერმა.