ნიკა მელია: ბაჩო ახალაია პარტიულ პოლიტიკაში ჩართული არასდროს ყოფილა – თავად ამბობს, რომ არ სურს დაკავდეს პოლიტიკით

ბაჩო ახალაია პარტიულ პოლიტიკაში ჩართული არასდროს ყოფილა და ახლა, მითუმეტეს, თავად ამბობს, რომ თუკი რამეს არ აპირებს, არ სურს დაკავდეს პოლიტიკით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ ჟურნალისტებს უფრო გაინტერესებთ პარტიული პოლიტიკა, ვიდრე მას. მისგან გაკეთებული ეს განცხადება არაერთხელ მოგისმენიათ. დღესაც პირველი განცხადება, რაც გააკეთა არის ის, რაც გაინტერესებდათ. ის პარტიულ პოლიტიკაში ჩართული არასდროს ყოფილა და ახლა მითუმეტეს თავად ამბობს, რომ თუკი რამეს არ აპირებს, არ სურს დაკავდეს პოლიტიკით. ჩემი ადამიანური სურვილი ნამდვილად იყო, რომ დღეს აქ, სოლიდარობის ნიშნად ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მე არ მაკავშირებდა არც ნაცნობობა და მით უფრო ახლო ურთიერთობა. წარმოიდგინეთ 10 წელი სამარტოო საკანში და ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.