ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შარლ მიშელს შეხვდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა.

„უკრაინის დიდი მეგობარი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევშია. განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვა, ფინანსური მხარდაჭერა და ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისი კითხვართან დაკავშირებით პასუხები”, – წერს ზელენსკი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით დღეს ჩავიდა.