„ახლა ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები” – პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ მოსკოვისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინადადებები მიიღეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ მოსკოვისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინადადებები მიიღეს და მათი შესწავლა დაიწყეს.

„უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში ოპონენტებს წარუდგინა თავისი წინადადებები ფორმულირებული გადაწყვეტილებების შესახებ. მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენს ქვეყანაზე შემდგომი თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოთქვა თავისი საპირისპირო პოზიციები. ახლა ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

დღეს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაწერილია მკაფიო ფორმულირებები და ახლა პასუხს უკრაინელებისგან ელოდებიან.