„სიენენის“ ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ

„სიენენის“ ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა მიაწოდა.

„არსებობდა გარკვეული იმედი, რომ რუსეთი საშუალებას მისცემდა მოქალქეებს და დაჭრილ მებრძოლებს, დატოვონ მარიუპოლი. ეს თუ მოხდება, მაშინ ამ პროცესში ჩართული იქნებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.