Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს 100 000 უფასო ბილეთს გადასცემს

უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა გადაწყვიტა 100 000 უფასო ბილეთი გადასცეს უკრაინელებს, რომლებიც ომის გამო ქვეყნიდან გადიან. მათ, ამის შესახებ ინფორმაცია TWITTER-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს.

უკრაინელი ლტოლვილები Wizz Air-ის 100 000 უფასო ბილეთით სარგებლობას პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან მოკლე მანძილის ფრენებზე შეძლებენ.

„Wizz Air მზად არის დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს მიაღწიონ დანიშნულების ადგილს, სადაც არ უნდა იყოს ეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ 100,000 უფასო ადგილს პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან მოკლე მანძილის ფრენებზე“, – წერია განცხადებაში.