გვაქვს გეგმები, მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა, ფეხზე ვდგავართ – რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ ზეწოლას და დარტყმას განიცდის.

,,არის უსაფრთხოების ზღვარი, არსებობს პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა, ფეხზე ვდგავართ”. – თქვა მან.

პესკოვისვე შეფასებით, სანქციები გამოწვეულია ,,მტრული ხასიათის ქმედებებით, რომელთა მიზანია, შეირყეს მათი ეკონომიკა”.

,,ამ პირობებში ვიღებთ ზომებს, რომლებიც გვეხმარება რისკების მინიმიზაციაში და დაგვაზღვევს ეკონომიკური რყევისგან. ასეთ პირობებში აუცილებელია ვიმოქმედოთ მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად”. – აცხადებს პესკოვი.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. დაწესდა პერსონალური სანქციებიც ვლადიმირ პუტინის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ.