სოზარ სუბარი: ,,გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, როგორმე საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიოს”

გონჩარენკოს ერთი მიზანი აქვს, როგორმე საქართველო ამ კონფლიქტში ჩაითრიოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„გონჩარენკო არის პროვოკატორი, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო პრორუსული პარტიის რიგებში მსახურით, მთელი მისი პოლიტიკა იყო რუსეთის ინტერესების გატარება უკრაინაში. მას ბრალს სდებდნენ უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. პროკურატურაშიც შეიტანეს ამის გამო სარჩელი და ბრალს სდებდნენ კორუფციაში მას და მამამის. სხვათა შორის ამ ბრალდებებში გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილიც, ისევე, როგორც უკრაინის რადას არაერთი დეპუტატი სდებდა მას ბრალს. გონჩარენკოს აქვს ერთი მიზანი, როგორმე საქართველო ჩაითრიოს ამ კონფლიქტში” – განაცხადა სუბარმა.

უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ქართველებს ცხინვალსა და სოხუმში შეჭრისკენ მოუწოდებს.