მშიშარა დასავლეთი? პუტინის ომის დანაშაულების თანამონაწილეები ხართ? სანქციები საჭიროა, მაგრამ არ შეწყვეტს ომს – მხოლოდ ომს შეუძლია უკვე დაწყებული ომის შეჩერება – ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი

მხოლოდ ომს შეუძლია ომის შეჩერება, არ არის საჭირო სინდისის ქენჯნა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკვე გვიანია – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე განაცხადა.

გრიბაუსკაიტემ მოუწოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს უკრაინის, იმ ქვეყნის ომს, რომელიც იცავს მის დამოუკიდებლობას.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ სანქციები, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, ვერ შეაჩერებს პუტინს.

,,მშიშარა დასავლეთი? პუტინის ომის დანაშაულების თანამონაწილეები ხართ?   სანქციები საჭიროა, მაგრამ  არ შეწყვეტს ომს, რაც არ უნდა მკაცრი იყოს. მხოლოდ ომს შეუძლია უკვე დაწყებული ომის შეჩერება. არ არის საჭირო  სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის მხოლოდ იარაღით მიწოდებით , უკვე გვიანია. უკრაინის ხალხი ჩვენთვის ომობს.  გამეორება, რომ ნატო უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს აჩვენებს.

მიუხედავად ყველაფრისა დასავლეთს მაინც არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომია. აგრესორთან დგომით და იმის ყურებით, როგორ ანადგურებს უკრაინას და მის ხალხს, დასავლეთი ხდება ომის თანამონაწილე. დიახ. თანამზრახველი. თუ უკრაინაში ომს არ შევაჩერებთ, ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ უკვე ჩვენს ქვეყნებში. უკრაინა ითხოვს რეალურ დახმარებას და ჩვენ ვუყურებთ საცხოვრებელ უბნებს, როგორ ფეთქდებიან ტელევიზორის ეკრანებზე და ვამბობთ, რომ ჩვენ “მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას”.
მე მრცხვენია ნატოს ლიდერებისა და ოფიციალური პირების განცხადების, რომ ისინი “კონფლიქტში ვერ ჩაერთვებიან”.

დღეს უკრაინა იბრძვის თავისი ერის გადარჩენისთვის და ევროპის მშვიდობისთვის. განა ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნგრევის ყურებას? დიდება უკრაინას. დიდება უკრაინის გმირებს, ჯერჯერობით მხოლოდ მის გმირებს, რადგან სხვები ჯერ კიდევ არ ჩანს ჰორიზონტზე” – წერს დალია გრიბაუსკაიტე.