რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს .

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაიღუპა ათი მაშველი. ომის დაწყებიდან დღემდე მაშველებმა ხანძრის 400-ზე მეტი კერა ჩააქრეს.

„შვიდდღიანი ომის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო კვანძი, საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები“, – ნათქვამია განცხადებაში.