14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ორსულადაა და ბავშვის გაჩენას გეგმავს

14 წლის გოგონა ბუჩადან, რომელიც ხუთმა რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულადაა და ბავშვის გაჩენას გეგმავს. არასრულწლოვნის მშობლების თანხმობით, საქმის დეტალებს ფსიქოლოგი ალექსანდრა კვიტკო ომბუდსმენის ცხელ ხაზზე ჰყვება.

ფსიქოლოგი ალექსანდრა კვიტკოს ცნობით, გოგონას ოჯახმა ბავშვის დატოვება გადაწყვიტა, რადგან ექიმები აფრთხილებენ, რომ თუ ახლა აბორტს გაიკეთებს, დაზარალებული შვილს, სავარაუდოდ, ვეღარ გააჩენს.

ომბუდსმენის თქმით, აპრილის ბოლოს ოკუპანტების მიერ სულ მცირე 400 უკრაინელი ბავშვისა და მოზრდილის გაუპატიურების შესახებ გახდა ცნობილი.

„14, 15, 16 წლის გოგოებს ხშირად აუპატიურებენ. ომის შემდეგ უკრაინაში ბევრი ორსული მოზარდი იქნება“, – აცხადებს კვიტკო.