ობამამ „ჯებხატ ფატხ აშ-შამ“-ის ლიდერების განადგურების ბრძანება გასცა

ბარაკ ობამამ პენტაგონს ტერორისტული დაჯგუფების-„ჯებხატ ფატხ აშ-შამ“-ის ლიდერების განადგურების ბრძანება გასცა. ეს დაჯგუფრბა ადრე ცნობილი იყო „ჯებხატ ან-ნუსრას“ სახელით და კავშირში არიან ალქაიდასთან.

პრეზიდენტის ბრძანების შესასრულებლად მოქმედებაში დამატებითი უპილოტო თვითმფრინავები და ქვეითები ჩაერთვებიან.

უფრო ადრე კი რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვაშინგტონს მოუწოდა-„ნუ ეთამაშებიან ტერორისტებს“.

ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტებმა მოსულში ბოლო 2 დღის განმავლობაში 60 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარის დატოვება