სუს-ის უფროსს სამი მოადგილე ეყოლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს სამი მოადგილე ეყოლება. სოსო გოგაშვილის და მირიან მჭედლიშვილის გვერდით დღეიდან ახალ მოადგილეს- ალეკო ტაბატაძეს ვიხილავთ.

ალეკო ტაბატაძე შევარდნაძის ხელისუფლების დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. 2012 წელს ის შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მოადგილედ დანიშნა, ბოლო სამი წელი ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კომენტარის დატოვება