დიმიტრი პესკოვი – რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას, მე ვიტყოდი, სერიოზულ დარტყმას განიცდის

რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, მე ვიტყოდი, სერიოზულ დარტყმას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„არის პოტენციალი, გვაქვს გეგმები. ენერგიული მუშაობა მიდის, ფეხზე დავდგებით“, – ამბობს პესკოვი.

სანქციების ფონზე რუსეთში შემოღებულ სპეციალურ ზომებთან დაკავშირებით პესკოვმა განაცხადა, რომ ეს განპირობებულია „მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ რუსეთის ეკონომიკის მთლიანობა“.