,,ნატოს” პირდაპირ ვეუბნებით: რუსეთთან დაპირისპირებას ერიდები, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარები, შენ იქნები შემდეგი – დმიტრო კულება

,,სანქციების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე”, – ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ,,უკრაინა 24 – ის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი მილიონერების მხრიდან არის სასოწარკვეთილი მცდელობები, რომ რუსეთიდან ფული გაიტანონ და გადამალონ.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც კულება აღნიშნავს სანქციების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული.

,,რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის პირველივე დღიდან უკრაინა დიპლომატიურ შეტევაზეა. სანქციების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე.” – განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად.

,,არ დაიჯეროთ რუსეთის ფედერაციის ცრუ განცხადებების, რომ უკრაინა არაფერს არ აკეთებს ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად.  გერმანიამ დაიწყო ჩვენთვის იარაღის მოწოდება. ამასვე აკეთებს თითქმის ყველა ქვეყანა. რაც შეეხება ,,ნატოს”, პირდაპირ ვეუბნებით: რუსეთთან დაპირისპირებას ერიდები, მაგრამ თუ ახლა არ დაგვეხმარები, შენ იქნები შემდეგი.

ახლა უკრაინისთვის, ნომერ პირველი საკითხი საჰაერო თავდაცვაა. ჩვენ ამ პრობლემას ვაგვარებთ, ეს უფრო რთული მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით.” – აღნიშნავს მინისტრი.