ვიცით უკრაინის გამოცდილება, როცა ვითომ ტურისტები გადაიქცნენ დივერსანტებად – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის თქმით, როგორც უკრაინის გამოცდილებამ აჩვენა, დივერსანტები რუსეთიდან ჩასული ,,ტურისტები” აღმოჩნდნენ.

თუმცა, მისი თქმით, რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხი რუსეთისთვის პროვოკაციის მიზეზად არ უნდა იქცეს და საკითხს სიფრთხილით უნდა მიუდგნენ.

,,ჩვენ ვიცით უკრაინის მწარე გამოცდილება, როცა ვითომ ჩამოსული ტურისტები გადაიქცნენ დივერსანტებად და გარკვეულ ოპერაციებს ატარებდნენ. ამიტომ, უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაცია ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია. ზედმეტი აჟიოტაჟი არ შევქმნათ, საქართველოს არ სჭირდება ომის რიტორიკა, საქართველო უნდა იყოს მზად აგრესიისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა, “ტელეგრამზე” გაჩნდა არხები, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქებს საქართველოში ჩამოსვლა სურთ.