უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიისა და ომის წარმოების პარალელურად, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს – მამუკა მდინარაძე

უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიისა და ომის წარმოების პარალელურად, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

„ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის – უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიისა და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!..

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარე საფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან. განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთოეროვნული მიზანი აფერხებთ. არა უშავს, კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის გადატანის ძალაც აღმოგვაჩნდა და საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! სიმართლე გაიმარჯვებს, ყველგან! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!“, – წერს მამუკა მდინარაძე.