ირაკლი კოვზანაძე: ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს კოვიდის მართვა, თითოეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს კოვიდის მართვა, თითოეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა და ამას ჩვენ გავაკონტროლებთ“-ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ. ლარი, მოდის ჩOVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიმართა თანამოქალაქეებს აიცრან და ამით გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს, ირაკლი კოვზანაძის თქმით, „მთლიანი შიდა პროდუქტი 3, 4%-ით 7.7 % მდე იზრდება, დეფიციტი მცირდება 7, 6%-დან 6, 9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6%-მდე ანუ 5, 4% -ით. ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114 მლნ ლარით იზრდება და აღწევს თითქმის 19.5 მილიარდ ლარს“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით დღევანდელი შემაჯამებელი სხდომით დასრულდა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებების საკომიტეტო განხილვები. საკითხს ხვალ, რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password