მარინა კალიურანდი – მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა პატივი სცეს არჩევნების შედეგების შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას

ჩემი გზავნილი ასეთია, საქართველოს არ სჭირდება დამატებითი პორვოკაციები და დამატებითი პოლარიზაცია, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კლიურანდმა საქართველოს პირველ არხს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„მე ეს პირადად მოვუწოდე სააკაშვილს შეხვედრაზე, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა, რომ გამოიყენოს მთელი პოლიტიკური კაპიტალი, რათა ცადოს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა. გამოიყენოს მთელი პოლიტიკური წონა, რომელიც მას აქვს საქართველოში, რათა მოახდინოს პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არჩევნები იყოს სამართლიანი, ღია და ასევე მნიშვნელოვანია, მან პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, მას შემდეგ, რაც ამ შედეგებს შეაფასებენ ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.