,,ქართული ოცნება” არის დამარცხებული, მე ამას ვგრძნობ – ნიკა მელია

,,ქართული ოცნება” არის დამარცხებული, მე ამას ვგრძნობ – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ,,ტვ ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს ძალის დემონსტრირებას.

,,ხელისუფლება დამარცხებულია და ამაზე მეტყველებს მათი დღევანდელი ქმედება, რომელიც არ არის რაციონალური. ეს ახასიათებს ნებისმიერი ხელისუფლებას, რომელიც წლების განმავლობაში დგას ძალადობაზე, შანტაჟზე, არაკონსტიტუციურ ქმედებებზე და ბოლოს რწმუნდება, რომ ეს ყველაფერი აღარ მუშაობს. მე ხელისუფლებას ვეთანხმები მათ ქცევაში, სხვა გამოსავალი არ აქვთ. რა უნდა გააკეთონ?ისინი ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი, ,,ქართული ოცნება” არის დამარცხებული, მე ამას ვგრძნობ, არასდროს მქონია ასეთი მყარი წარმოდგენა კარს მომდგარ გამარჯვებაზე.

საზოგადოებასთან გვაქვს ყოველდღიური შეხება, ვიცი რასაც გააკეთებს ეს ხალხი. ისინი მივლენ და ოპოზიციას მისცემენ ხმას”-  განაცხადა მელიამ.