140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა, 20 000-ზე მეტი უცხოელი მზადაა უკრაინისთვის იბრძოლოს – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა და ათობით ათასი შეუერთდა თავდაცვის ძალებს, რათა ქვეყანა დაიცვან. მისი განცხადებით, უკვე მიიღეს 20 000-ზე მეტი მიმართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებიც მზად არიან ჩავიდნენ და კიევის მხარეს იბრძოლონ.

,,ძვირფასო უკრაინელებო! გმირული წინააღმდეგობის 11-ე დღე მიიწურა. მტრის მიერ მიყენებული უზარმაზარი დანაკარგების გამო, საომარი მოქმედებების ინტენსივობა დროებით შემცირდა, თუმცა, შეტევების ახალი ტალღის დასაწყებად რუსი ოკუპანტები ცდილობენ ძალების და რესურსების კონცენტრირებას. პირველ რიგში მათი სამიზნე – კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და ნიკოლაევია. ჩვენი ჯარისკაცები, რუსულ არმიას ყველგან მედგრად ებრძვიან. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველსაყოფად.

რუსები სიტყვას არ ასრულებენ. არ ინდობენ ბავშვებს, ქალებს, არც დაჭრილებს და დაშავებულებს. ევაკუაციის დროს მათ ცეცხლის გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას.

140 000-ზე მეტი უკრაინელი, უმეტესად კაცი, დაბრუნდა ევროპიდან. ათობით ათასი შეუერთდა ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნისთვის.

უკვე მივიღეთ 20 000-ზე მეტი მიმართვა უცხოელებისგან, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ უკრაინაში და დაიცვან რუსი ნაცისტებისგან. რუსეთს არ ესმის, რა არის თვითორგანიზაცია და რა არის რეალური ნდობა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ათწლეულების განმავლობაში რუსები ანადგურებდნენ თავისი ხალხის თავისუფლებას და ღირსებას, რათა მორჩილი მოსახლეობა მიეღოთ. ჩვენ დავიბრუნებთ ოკუპანტების მიერ დროებით დაკავებულ ქალაქებს და სოფლებს. ხერსონმა, კახოვკამ, მელიტოპოლმა და ბერდიანსკმა, დაამტკიცა რომ ეს შესაძლებელია. ერი ერთიანია. დიდება უკრაინას! ” – აცხადებს რეზნიკოვი.