ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა პოლიციის შენობა დაიკავა

ერევანში, ერებუნის რაიონში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პოლიციის შენობა დაიკავა. ისინი ოპოზიციის კოორდინატორის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებას მოითხივენ, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის დააკავეს.

ამ დროისთვის პოლიციის შენაბასთან ჯარია მობილიზებული. პოლიციის პრესცენტრი აცხადებს, რომ სულ მალე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ დაადგინა-სეფილიანი გარკვეულ დაჯგუფებასთან ერთად კომუნიკაციების, მათ შორის ერევნის ტელე-ანძის  დასაკავებლად ემზადებოდა

კომენტარის დატოვება