რუსეთმა უკვე განიცადა ისეთი ზარალი უკრაინაში, როგორც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთში, ომის გამო უკმაყოფილების გაზრდაა მოსალოდნელი.

„რუსულმა საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ მგრძნობიარეა ომების დროს განცდილი მსხვერპლის მიმართ, რადგან მსხვერპლის რაოდენობა ზრდას განაგრძობს, საზოგადოების უკმაყოფილება ომით და ამ უკმაყოფილების გაჟღერების სურვილი, შეიძლება გაიზარდოს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია დაბალი დონის ცუდი ტაქტიკის, შეზღუდული საჰაერო დაფარვისა და სარდლობის მიდგომამ, რომელიც მარცხისა და შეცდომების განმეორებისკენაა მიდრეკილი.