„ლავროვი უკვე ჩამოსაწერია!“ – ჟირინოსვსკი ლავროვის შეცვლის წინადადებით გამოდის

რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უფრო მკაცრი შიდა პოლიტიკა უნდა გაატაროს და გამოვიდა წინადადებით შეიცვალოს სერგეი ლავროვი.

-საგარეო პრობლემები ისევ აქტუალურია, ამასთან საჭიროს საშინაო საქმეებში მეტი სიმკაცრე. რითი დავიწყებდი პრეზიდენტი რომ ვიყო? აუცილებლად შევცვლიდი საგარეოსაქმეთა მინისტრს, ის უკვე ჩამოწერილია. დღეს სხვა ადამიანია საჭირო, რომელიც მასზე უკეტესი იქნება“-განაცხადა ჟირინოვსკი, თუმცა არ დააკონკრეტა ვის ხედავს მინისტრის პოსტზე.