რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების სია დაამტკიცა – საქართველო სიაში არ არის

რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სიაში საქართველო არ არის.

პუტინისთვის „არამეგობრული“ ქვეყნების სია ასეთია:

ავსტრალია
ალბანეთი
ანდორა
დიდი ბრიტანეთი
ევროკავშირის ქვეყნები
ისლანდია
კანადა
ლიხტენშტეინი
მიკრონეზია
მონაკო
ახალი ზელანდია
ნორვეგია
კორეის რესპუბლიკა
სან მარინო
სინგაპური
აშშ
ტაივანი
უკრაინა
მონტენეგრო
შვეიცარია
იაპონია