ევროპარლამენტარი​ – საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა და ჩემგანაც ექნება, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული

საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობის ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული.

„600-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას იმ ჩანაწერით, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს დისკუსიები უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზეც.

რასაკვირველია, საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ.

ეჭვი არ მეპარება ქართველ ხალხში, მაგრამ ეჭვები მაქვს არსებული ხელმძღვანელობის მიმართ. მათი ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული. რასაკვირველია, მხარს დავუჭერ საქართველოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პროცესი, რომელიც ხვალვე არ დასრულდება და ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქვეყანა იქნება შეფასებული ინდივიდუალურად“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.