ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის აგრესიაზე საუბრისას საქართველოც ახსენა.

როგორც ჯონსონმა ამერიკულ გამოცემასთან თქვა, „მსოფლიომ ჭკუა ვერ ისწავლა”.

„ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის ქუჩებში,”- აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „აუცილებელია იმოქმედონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.  ეს მოიცავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, მათ შორის ნატოს არაწევრი ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც ასევე წარმოადგენენ კრემლის სცენარის ნაწილს”.