ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა

უკრაინის პრეიზდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა. ზელენსკისთვის გადასაცემად ჯილდო რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა ფერედრიკ რაიანმა უკრაინის ელჩს აშშ-ში ოქსანა მარკაროვას გადასცა.

გარდა ამისა, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პრეზიდენტ ზელენსკისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.