პუტინი 8 მარტს ქალებს დაჰპირდა, რომ ახალწვეულებს ომში არ წაიყვანს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სარვამარტო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებსა და წვევამდელებს არ გამოიძახებენ.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მან უკრაინაში ჯარი იმიტომ გააგზავნა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთი დაეცვა“.