„პირადად შენ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლის ღვრა“ – იანუკოვიჩი ზელენსკის

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლის ღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მე კარგად მესმის, რომ ბევრი ,,მრჩეველი” გყავს, მაგრამ პირადად შენ ვალდებული ხარ, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლის ღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის, რასაც შენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში. უკრაინელი ხალხი და დასავლეთის პარტნიორები მადლობელი იქნებიან შენი“, – ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.