პირველად, ნაცისტების შემდეგ, მარიუპოლში გაუწყლოვანებით მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა – ზელენსკი

პირველად, ნაცისტების შემდეგ, მარიუპოლში გაუწყლოვანებით მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ომის წესების დარღვევას განაგრძობს.

,,ოკუპანტები კავშირს შეგნებულად თიშავენ. შეგნებულად ბლოკავენ მოქალაქეებისთვის საკვების და წყლის მიწოდებას. თიშავენ ელექტროენერგიას. პირველად ნაცისტების შემდეგ, მარიუპოლში გაუწყლოვანებით მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. შემისმინეთ, პატივეცმულო პარტნიორებო! გაუწყლოვანებით 2022 წელს პატარა ბავშვი დაიღუპა!” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ავიაიერიშების და ქალაქების ბლოკადის შედეგად დაღუპული თითოეული ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას და რუს სამხედროებს ეკისრებათ.