ხარკოვის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა

ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას  უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს.

რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხარკოვის რაიონში, ქალაქ ჩუგუევში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს.

დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვი . ერთი ადამიანი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.