„უზარმაზარი დანაკარგის გამო, რუსულ ჯარში პანიკაა“ – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყნის გარშემო მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ ჯარში, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უზარმაზარი დანაკარგის გამო, პანიკაა.

„თავდაცვის ძალების ჯგუფი აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას განსაზღვრულ ოპერატიულ ზონებში:

ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით საომარი მოქმედებები გრძელდება პოლისიისა და ვოლინის ოლქებში, ასევე უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ნიჟინში, ივანიციაში, ტროსტიანეცის დასახლებებში, აგრეთვე გრძელდება ჩერნიგოვის დაცვა.

ქალაქ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების დაჯგუფება იგერიებს მტრის შეტევას, აყენებს ზიანს მის ჯგუფს და მტკიცედ იცავს გარკვეულ საზღვრებს.

სამხრეთის მიმართულებით, თავდაცვის ძალების ოპერატიული ჯგუფები ფარავს უკრაინის სახელმწიფო საზღვარსა და ზღვის სანაპიროს, იცავს აეროდრომებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

საჰაერო ძალები იგერიებს სარაკეტო შეტევებს და ანადგურებს მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს.

არსებული ინფორმაციით, მრავალი მსხვერპლის გამო, სამხედროებში პანიკა შეინიშნება. მტერი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კრასნოდარის მხარეში და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში.

რუსი დამპყრობლები არ გამორიცხავენ უკრაინასთან ომში არაღიარებული დნესტრისპირეთ-მოლდოვის რესპუბლიკის 800-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას, მაგრამ ამ პერსონალის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ დაბალია.

ბერდიანსკში მტერმა დაიწყო პროპაგანდისტული მასალების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას.

ჩერნიგოვის რეგიონის დასახლებებში, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ, მტერი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, აგრძელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დამალვას საცხოვრებელი ადგილების ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების შენობებში, იყენებს სამედიცინო დაწესებულებების ქსელს დაჭრილი პერსონალის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ხერსონის რაიონში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული მიკოლაივისკენ მიიწევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.