რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად იმუშავებენ – ევგენი ენინი

„უკრაინაში რუს ტყვეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვით მოეპყრობიან, მოგვიანებით კი, უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე იმუშავებენ“, – ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მკაცრად დაიცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმას.

„ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ რუსი აგრესორებისგან, რომლებიც ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას და ბომბავენ სახლებს. აღარ ვსაუბრობ ჩვენი სამხედროების მოპყრობაზე”, – თქვა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინა გამოიყენებს სამხედრო ტყვეთა შესახებ ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობას.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ჟენევის კონვენციითაა დადგენილი, იქნება ეს შრომის გამოყენება თუ სხვა. ყველა ეს ადამიანი მოგვიანებით იმუშავებს უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად”, – განაცხადა ევგენი ენინმა.